პერსონალური მონაცემების დაცვა

მომხმარებელს, ნებისმიერ სუბიექტს, უფლება აქვს მოითხოვოს სმს მარკეტინგის მიზნებისთვის, მისი პერსონალური მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, რომელსაც გამგზავნი ვალდებულია დაემორჩილოს, არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში, სუბიექტის მხრიდან მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ. თუ სუბიექტის კანონიერი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მას შეუძლია მიმართოს საჩივრით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციას/ინსპექტორს, რათა აღიდგინოს მისი დარღვეული უფლება.

რა დროს ირღვევა კანონი, პერსონალურ მონაჩემთა დაცვის შესახებ სმს მარკეტინგის სფეროში?

ნებისმიერი იურიდიული/ფიზიკური პირი, რომელიც ამუშავებს მონაცემებს, ვალდებულია ყველა სარეკლამო სმს შეტყობინების ტექსტში მიუთითოს „სმს რეკლამაზე“ უარის თქმის მექანიზმი, რომელიც აუცილებლად ხელმისაწვდომია სმს მიმღებისთვის და ადეკვატური, რათა მონაცემთა სუბიექტს შეეძლოს, მარტივად უარი თქვას სმს რეკლამის მიღებაზე. კომპანია, რომელიც აგზავნის სმს რეკლამას, დამრღვევად ითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მიმღები სუბიექტი, უარს განაცხადებს სმს რეკლამის მიღებაზე, დააფიქსირებს შესაბამისი პროცედურებით აღნიშნულ სურვილს და ამის მიუხედავად, იგივე კომპანია, კვლავ უგზავნის მას სარეკლამო სმს-სს. გარდა ზემოაღნიშნულისა, სუბიექტის უფლება ირღვევა მაშინაც, როდესაც სმს-ების დამგზავნი, იღებს მონაცემებს არასაჯარო წყაროებიდან.

რა მექანიზმები შეიძლება გამოიყენოს სმს მიმღებმა იმისთვის, რომ აღარ მიუვიდეს სმს რეკლამა?

ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც მისდის სარეკლამო სმს, აუცილებლად, სარეკლამო ტექსტთან ერთად ეგზავნება NoSms 5 ნიშნა კოდი, რომელზეც უკუკავშირის დაბრუნების შემთხვევაში, პროვაიდერი, ანუ გამგზავნი ვალდებულია, რომ მომხმარებლის ნომერი ამოიღოს სარეკლამო სიიდან, შესაბამისად მას აღარ მიუვა სარეკლამო ტიპის შეტყობინებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი გაღიზიანება.