GOSMS-პლატფორმა მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისთვის
GOSMS 4 წელია არსებობს ბაზარზე და უკვე 500-ზე მეტ ბრენდთან წარმატებული თანამშრომლობის ისტორია აქვს. კომპანია 2019 წელს დაარსდა და ის ყველა ტიპის ბიზნესს ეხმარება მარტივი, ეფექტური და ხარისხიანი სარეკლამო კამპანიების წარმოებაში. ამასთანავე, საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ სასურველი აუდიტორია და გვქონდეს მათთან წარმატებული კომუნიკაცია, დავგეგმოთ ჩვენს მიზნებზე ორიენტირებული კამპანია და ვაკონტროლოთ როგორც სარეკლამო ტექსტები, ისე რეკლამის შედეგები.
GOSMS-ის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პროდუქტია QRsms, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება, შეაგროვონ პოტენციურ მომხმარებელთა ტელეფონის ნომრები და შექმნან ბაზები.
GOSMS-ის საქმიანობაზე მეტს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გოგილაშვილი გვესაუბრება.
რა არის SMS სერვისი?
სმს სერვისი არის ეფექტური გზა და საშუალება ძალიან მარტივად და სწრაფად ვეკონტაქტოთ ჩვენს მომხმარებლებს. ადრე, სანამ ეს კანონი შემოვიდოდა მანამდე მასიურად იგზავნებოდა ხშირად სმს-ები იმ ადამიანებზეც, ვინც იყვნენ ჩვენი პოტენციური მომხმარებლები, მაგრამ ახლა GOSMS აგზავნის მხოლოდ კომპანიების არსებულ ბაზებზე და ლოიალურ მომხმარებლებზე, რომლებისგანაც მივიღეთ თანხმობა, რომ სმს-ები დაგვეგზავნა.
რაში ეხმარება GOSMS კომპანიებს?
Gosms კომპანიებს, ბიზნესებსა და ინდმეწარმეებს ეხმარება იმაში, რომ შეაგროვონ ნომრების ბაზები და უკვე არსებულ ბაზებზე დააგზავნონ სმს-ები ძალიან მარტივად. მათ აქვთ შესაძლებლობა თავადვე აკონტროლონ სმს-ების დაგზავნის სრული პროცესები. ამასთანავე, ჩვენ მათ ვეხმარებით, რომ სწორად შეადგინონ ტექსტი.
Gosms-ის პროდუქტზეც რომ ვისაუბროთ, QRSMS რას გულისხმობს?
Gosms მოიცავს ოთხ მთავარ მიმართულებას- 1. QRsms 2. მასიური გაგზავნა 3. ინტეგრაცია და 4.No sms.
თითოეულზე ცალ-ცალკე რომ ვისაუბროთ, QRSMS- ეს არის პატარა სტენდი, სადაც დატანილია კონკრეტული კომპანიის QR და ის მოიცავს პატარა შესავსებ ველებს სადაც მომხმარებლები წერენ თავიანთ ნომრებს და ლეგალურად, კანონის შესაბამისად, აცხადებენ თანხმობას იმაზე, რომ მიიღონ იმ კონკრეტული კომპანიისგან სხვადასხვა სახის sms-ები. ეს ეხმარება კომპანიებს, რომ შეაგროვონ საკუთარი მომხმარებლების ბაზა და შემდეგ უკვე აქტიურად ჰქონდეთ კომუნიკაცია მათთან. რაც შეეხება მასიურ გაგზავნას, ეს არის უკვე ერთი კონკრეტული შეტყობინების სრულად დაგზავნა პოტენციურ ან არსებულ მომხმარებელთა ჯგუფთან. GOSMS.GE API გთავაზობთ პროგრამულ წვდომას ჩვენს რესურსებთან, ის იძლევა შესაძლებლობას მოახდინოთ ჩვენი სერვისის ინტეგრაცია თქვენს სისტემაში და მარტივად მიაწვდინოთ ხმა მომხმარებელს. Nosms-ს რაც შეეხება, ეს არის სმს რეკლამის მიღებაზე უარის თქმა- მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ სურვილის შემთხვევაში, უარი თქვან კონკრეტული კომპანიიდან sms-ების მიღებაზე.
რატომ უნდა ავირჩიოთ Gosms-ი?
Gosms-ის მთავარი ბენეფიტად შეიძლება დასახელდეს ის, რომ პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენთვის სასურველ დღესა და საათზე გავუგზავნოთ სმს-ები ჩვენს მომხმარებლებს. ამასთანავე, შეგვიძლია ვაკონტროლოთ ლოკაციები, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეული ფილიალისთვის შეგვიძლია გავწეროთ QR სტენდი რომლის მეშვეობითაც გვეცოდინება რომელი ფილიალიდან რა ბაზა შეგროვდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ Gosms 100%-ით, სრულად თანხვედრაშია კანონთან, რაც დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა SMS კამპანიის განსახორციელებლად. GOsms-ის მეშვეობით sms-ები ეგზავნებათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ, რომ მიიღონ კონკრეტული კომპანიებისგან წერილობითი შეტყობინებები.
ამასთანავე, gosms-ს აქვს სხვადასხვა პაკეტი, რომელთა შორისაა: VIP, Corporative, Auto, Deveelopment და სხვა. მათგან შენი საჭიროებების მიხედვით შგიძლია შეარჩიო ერთ-ერთი. აღვნიშნავ იმასაც, რომ რომ GOSMS-ს ბაზარზე კონკურენტული დასებიც გამოარჩევს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან შეხვდებით ყველაზე დაბალ ტარიფებს.
GOSMS ბრენდის საქმიანობას ბევრად მარტივს, შედეგიანსა და ამავდროულად, ეფექტურს ხდის. პროგრამა იძლევა საშუალებას, რომ წამში 800 SMS გაგზავნოს მომხმარებლებთან.
