SMS მარკეტინგის მიზნები და საჭიროება
წარმატებული კომპანიები, მარკეტინგული კომუნიკაციის განსავითარებლად, ხშირად მიმართავენ სმს კამპანიას, რომელიც მათ სამიზნე აუდიტორიასთან პირდაპირი კომუნიკაციის წარმართვაში ეხმარება. სმს მარკეტინგის მიზანი შეიძლება იყოს საინფორმაციო მესიჯის გავრცელება, ფასდაკლების ან აქციის შეთავაზება, სიახლეების გაცნობა და შემახსენებელი შეტყობინებების გაგზავნა.
ამ სახის კამპანიისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ტექსტური შეტყობინება უნდა იყოს მოკლე და მარტივად აღქმადი, რათა მაქსიმალურად დიდხანს დარჩეს მომხმარებლის გონებაში. მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: გაგზავნის დრო, ბრენდის სწორად წარმოდგენა, სამიზნე აუდიტორია და აუდიტორიის თანხმობა მესიჯის მიღებასთან დაკავშირებით. შეტყობინება მომხმარებლისთვის უნდა იყოს ინფორმაციის წყარო და არ უკავშირდებოდეს პროდუქტის გაყიდვის მცდელობას.
SMS რეკლამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. თქვენზე მორგებული შეთავაზებების შექმნაში კი GOSms-ის გუნდი დაგეხმარებათ. ჩვენ მოგცემთ საშუალებას, დაგეგმოთ თქვენს მიზნებზე ორიენტირებული კამპანია და ჩვენთან ერთად აკონტროლოთ სარეკლამო ტექსტები და შედეგები.
ჩვენი ახალი პროდუქტი კი QRsms, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება, შეაგროვონ მომხმარებელთა ტელეფონის ნომრები, მოგცემთ საშუალებას, მარტივად ეკონტაქტოთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად
დაგვირეკეთ +995592003232 ან მოგვწერეთ [email protected]
#ეკონტაქტემარტივად
