My Image

სმს მარკეტინგის მნიშვნელობა

წარმატებული კომპანიები და ბიზნესები  მარკეტინგული კომუნიკაციის განსავითარებლად, ხშირად მიმართავენ SMS კამპანიას, რომელიც მათ სამიზნე აუდიტორიასთან პირდაპირი კომუნიკაციის წარმართვაში ეხმარება. 

რა არის სმს მარკეტინგი?

სმს მარკეტინგი არის სარეკლამო ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა წინასწარ შერჩეულ მომხმარებელთა ბაზაზე. ის იძლევა საშუალებას გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა, მომხმარებელთა ჩართულობა და სერვისის/ პროდუქტის  გაყიდვები. 

სმს მარკეტინგის მიზანი ძირითად შემთხვევაში არის  საინფორმაციო მესიჯის გავრცელება, ფასდაკლების ან აქციის შეთავაზება, სიახლეების გაცნობა და შემახსენებელი შეტყობინებების გაგზავნა. 

რა უნდა ვიცოდეთ სმს მარკეტინგის გამოყენებისას?

SMS რეკლამის განხორციელების პროცესში 3 ძირითადი მხარეა ჩართული, ესენია: კომპანია რომელიც დამკვეთის როლშია, კომპანია რომელიც ასრულებს კონკრეტული ბრენდის მოთხოვნას  და მომხმარებელი, რომელიც იღებს ინფორმაციას მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ SMS რეკლამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს.

იმისათვის, რომ SMS  კამპანია წარმატებული აღმოჩნდეს,  მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია გავითვალისწინოთ:

  1.  შეტყობინება აუცილებლად  უნდა იყოს მოკლე და მარტივად აღქმადი, რათა მაქსიმალურად დიდხანს დარჩეს მომხმარებლის გონებაში და  ეფექტურად გამოიყენოს მან მიღებული ინფორმაცია;

  2. შეტყობინებების გაგზავნისას აუცილებელია  გავითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: გაგზავნის დრო, სამიზნე აუდიტორია და შეტყობინების ფორმულირება;

  3. აუცილებელია გვქონდეს აუდიტორიის თანხმობა კონკრეტული კომპანიიდან  მოკლეტექსტური შეტყობინებების მიღებასთან დაკავშირებით. 

2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს იმას, რომ კონკრეტული კომპანიისგან სარეკლამო სმს-ებს მომხმარებლის  წინასწარი ნებართვის გარეშე ვერ გაგზავნის კომპანია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ სახის კამპანიების წარმოებისას ვითანამშრომლოთ ისეთ   კომპანიებთან, რომლებიც აღნიშნული კანონის შესაბამისად მოქმედებენ და 100%-ით თანხვედრაში არიან აღნიშნულ კანონთან. 

ამასთანავე, SMS კამპანიის განხორციელებისას აუცილებელია გვახსოვდეს, რომ   შეტყობინება მომხმარებლისთვის უნდა იყოს ინფორმაციის წყარო და არ უკავშირდებოდეს მხოლოდ პროდუქტის გაყიდვის მცდელობას. 

სმს მარკეტინგის მნიშვნელობა

საინტერესო ბლოგები